16-წლამდე ნაკრები ისრაელში ითამაშებს
16-წლამდე ნაკრები ისრაელში ითამაშებს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მალე ისრაელში გაემგზავრება. მანამდე ზურა ხიზანიშვილი გუნდს გაფართოებული შემადგენლობით შეკრებს და ათი დღის განმავლობაში დააკვირდება.

ამ პერიოდში ნაკრების მთავარი მწვრთნელი საერთშორისო ტურნირისთვის სასურველ მოთამაშეებს შეარჩევს. შეკრება 17-27 იანვრის ჩათვლით დაიგეგმა, მოთამაშეები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მოემზადებიან.

ამ შეკრების შემდეგ, გაფართოებულ შემადგენლობაში მიწვეულ ფეხბურთელებში ხიზანიშვილი და მისი სტაფი იმ 20 მოთამაშეს შეარჩევს, რომელიც ისრაელში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება.

ისრაელში საერთაშორისო ტურნირი Winter Cup 28 იანვრიდან სამი თებერვლის ჩათვლით ჩატარდება, საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ბელარუსიისა და ისრაელის ნაკრებები იქნებიან.