16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 589 024​ აცრაა ჩატარებული

10:50, 16.09.2021

16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 589 024​ აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მათივე ცნობით, 15 სექტემბერს აიცრა 25 150 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.

მსგავსი