საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 330-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 838 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 829 პაციენტი, გარდაიცვალა 60 ადამიანი.

დატოვე კომენტარი