16 აგვისტოს თბილისის მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა გაითიშება, დროებით ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი
16 აგვისტოს თბილისის მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა გაითიშება, დროებით ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი

ტექნიკური სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს 23:00 საათიდან სრულად გაითიშება თბილისის მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 16 აგვისტოს 23:00 საათიდან 17 აგვისტოს 09:00 საათამდე მუნიციპალური ცხელი ხაზი ვერ იმუშავებს.

„ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მერია საზოგადოებას დისკომფორტისათვის ბოდიშს უხდის.