152-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ტუბერკულოზის ნიშნები არ აღმოაჩნდათ
152-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ტუბერკულოზის ნიშნები არ აღმოაჩნდათ

152-ე საბავშვო ბაღიდან ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევებზე გადაყვანილ აღსაზრდელებს დაავადების ნიშნები არ აღმოაჩნდათ, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა ავალიანმა დაუდასტურა.

მისი თქმით, გამოკვლევებზე აღსაზრდელებთან ერთად, მასწავლებლები და ბაღის თანამშრომლებიც გადაიყვანეს, რომელთაც ტუბერკულოზის ნიშნები არ აღმოაჩნდათ.

რაც შეეხეება აღმზრდელს, რომელსაც დაავადება დაუდგინდა, მკურნალობას აგრძელებს.

„მონიტორინგს კვლავ გავაგრძელებთ. სააღმზრდელო დაწესებულებებში მდგომარეობას ორ თვეში კიდევ შევამოწმებთ. რაც შეეხება პედაგოგს, რომელიც კლინიკაში გადმოიყვანეს, მის შემთხვევაში, საქმე ცოტა რთულად არის და მკურნალობა გრძელდება“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები 23 იანვარს აღმოაჩნდა, რის გამოც ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

სააღმზრდელო დაწესებულების სხვა თანამშრომლებს, გამოკვლევების შედეგად, ტუბერკულოზის ნიშნები არ აღმოაჩნდათ.