15 ივნისს Red Bull Neymar Jr’s Five გამარჯვებული გამოვლინდება

14:36, 14.06.2019

15 ივნისს, 18:00 საათზე, Red Bull Neymar Jr’s Five-ს გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც 12-13 ივლისს ბრაზილიაში,  მსოფლიო ფინალზე ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.

მინი ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოში მეორედ ჩატარდა.  შესარჩევი თამაშები ქვეყნის 6 ქალაქში გაიმართა. ყველაზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა ბათუმსა და თბილისში. შესარჩევ თამაშში მონაწილეობა 200-მდე გუნდმა მიიღო და მათგან მხოლოდ 16 საუკეთესო შეირჩა. ისინი ბრაზილიის საგზურისთვის ერთმანეთს 15 ივნისს, დაუპირისპირდებიან.

ფინალისტი გუნდები

თელავი- „შილდა“

გორი- „F.C. Kay”

ქუთაისი- „სოკო“

ზუგდიდი- „საკონსერვო“

ბათუმი- „გუნდი“ & „Selesao”

თბილისი: „ონო“, „ნამორა“, „დეკა“, „Street Football Dancers”, „Pianino is Back“, „Rykers“, „Red Bull“, „ვაკე“, „F.C. 25”,  „Selecao“.

Red Bull Neymar Jr’s Five ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარ და სილვა სანტოსის სახელობის ჩემპიონატია. 5-5-ზე შეჯიბრს მარტივი წესები აქვს: თითო მატჩი გრძელდება 10 წუთი, გუნდებს არ ჰყავთ მეკარე და ყოველ გატანილ გოლზე, მოწინააღმდეგე გუნდის ერთი მოთამაშე ეთიშება თამაშს. მონაწილეობა შეუძლიათ მოყვარულ და პროფესიონალ ფეხბურთელებს 16 წლიდან. გუნდში მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 7 მოთამაშის ყოლაა დასაშვები, მათგან კი მხოლოდ ორი უნდა იყოს 25 წელს ზევით.

ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიაში, Instituto Projeto Neymar Jr-ზე, 12-13 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის გამარჯვებული გუნდი. ფინალს დაესწრება ნეიმარ და სილვა სანტოსი, რომელიც საკუთარი გუნდით,  2019 წლის  გამარჯვებულ გუნდთან მეგობრულ მატჩს გამართავს.

მეორე წელია ჩემპიონატის პარტნიორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა.

მსგავსი