14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 534 111​ აცრაა ჩატარებული
14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 534 111​ აცრაა ჩატარებული

14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 534 111​ აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მათივე ცნობით, 13 სექტემბერს აიცრა 26 125 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 990 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.

დატოვე კომენტარი