საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 287-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 990 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 946 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 351 პაციენტი, გარდაიცვალა 48 ადამიანი.