12-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს იმსაჯებენ
12-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს იმსაჯებენ
12-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი მსაჯები უეფას ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას
მოემსახურებიან – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის გვერდი აქვეყნებს.
7 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. სენტ-გალენის „კიბუნპარკზე“ შვეიცარიული „ლუგანო“ შვედურ „მალმიოს“ უმასპინძლებს. ამ მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ასისტენტები – ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, მეოთხე მსაჯი – გიორგი ვადაჭკორია.
უეფას ევრო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა მსაჯებმა ბოლო შეხვედრა 2007 წლის 29 ნოემბერს იმსაჯეს. ჰოლანდიური „ალკმაარისა“ და ბერძნული „ლარისას“ დაპირისპირება ლევან ფანიაშვილმა განსაჯა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა და ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გიორგი ყრუაშვილი წლის საუკეთესო მსაჯად დაასახელა.