10:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში ხმა 2 655-მა ამომრჩეველმა მისცა
ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში ხმა 2 655-მა ამომრჩეველმა მისცა.
მისი თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„10:00 საათის მონაცემებით 2 655-მა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ამომრჩეველთა აქტივობამ რვა პროცენტი შეადგინა. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პროცედურული დარღვევები იყო, უმნიშვნელო და ადგილზევე მოგვარდა. ოლქში საჩივარი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა თეა გავაშელმა.