100 ათასი ლარი კორონავირუსთან საბრძოლველად - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ #stopcov ფონდში თანხა გადარიცხა
100 ათასი ლარი კორონავირუსთან საბრძოლველად - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ #stopcov ფონდში თანხა გადარიცხა

კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი 100 ათასი ლარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ #stopcov ფონდში გადარიცხა – ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა და ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფინანსური რესურსების გარდა, კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მზადყოფნა გამოხატა, რომ საკარანტინო ზონის მოსაწყობად, მის ბალანსზე არსებული სასტუმრო და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაეთმო.