100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთს აქვს

11:35, 24.01.2021

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ 20 ქვეყანას შორის, 100 000 მოსახლეზე მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთს აქვს.

მონაცემთა ანალიზის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები გაერთიანებულ სამეფოში 144 ადამიანს აღწევს. 100 000 ადამიანზე კორონავირუსული ინფექციით დაღუპვის შემთხვევების რაოდენობით ბრიტანეთს ჩეხეთი, იტალია, აშშ-ი და ესპანეთი მოსდევენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაშ ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ს 1 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი ვირუსით დღემდე ქვეყანაში 97 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი