10 ქვეყნის ნაკრების კაპიტანი დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე სპეციალური სამკლაურით ითამაშებს #1TVSPORT
ინგლისის ნაკრები შეუერთდა აქციას დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
ინგლისელთა კაპიტანი ჰარი კეინი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს სამკლაურით, რომელზეც ეწერება OneLove („ერთი სიყვარული“). ეს აქცია ეძღვნება საზოგადოებაში დისკრიმინაციის ყველა გამოვლინებასთან ბრძოლას და ის მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.
ინიციატივის ორგანიზატორი გახდა ნიდერლანდების ნაკრები და მას შეუერთდნენ ბელგიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიისა და უელსის ნაკრებები.
სამკლაურზე გამოსახულია გული სხვადასხვა ფერით და ციფრი „ერთი“. ეს არის საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთა სიმბოლო.
„ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე ჩემს კოლეგა-კაპიტნებს და მხარი დავუჭირო მნიშვნელოვან კამპანიას OneLove.
როგორც კაპიტნებს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ მინდორზე, მაგრამ ჩვენ ერთად გამოვდივართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ. ეს მით უფრო აქტუალურია იმ დროს, როცა განხეთქილება საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული. კაპიტნის სამკლაურის ერთობლივად ტარება მისცემს მკაფიო სიგნალს სწორედ იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო თვალს მიადევნებს მსოფლიოს ჩემპიონატს“, – განაცხადა კეინმა.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.