10 იანვარს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელიც ელჩების დონეზე ჩატარდება.
მედიის ცნობით, შეხვედრისას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხს განიხილავენ.
ინფორმაციას მედია ნატო-ს პრესმდივანზე, დილან უაითზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დღის წესრიგში იქნება ასევე უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების დაჩქარების საკითხიც.