1 აპრილს მეორე ვიდეოკონფერენცია გაიმართება - უეფა ეროვნულ ასოციაციებს ისევ დაელაპარაკება
1 აპრილს მეორე ვიდეოკონფერენცია გაიმართება - უეფა ეროვნულ ასოციაციებს ისევ დაელაპარაკება

უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ორგანიზაცია 55 ეროვნული ასოციაციის გენერალურ მდივნებთან ვიდეოკონფერენციას 1 აპრილს გამართავს.

„ვიდეოკონფერენციის დროს განხილება მატჩების გადავადების ვარიანტები, რომლებიც ორმა სამუშაო ჯგუფმა უეფას შესთავაზა. ასევე განიხილავენ უეფას ეგიდით მიმდინარე ყველა ტურნირზე არსებულ ვითარებას, ფიფასა და უეფას მოლაპარაკებების შედეგებს ფეხბურთელთა კონტრაქტებისა და ტრანსფერების სისტემაში ცვლილებებასთან დაკავშირებით“ – წერია გავრცელებულ ცნობაში.

უეფა ეროვნულ ლიგებში სეზონის დასრულებას აგვისტოში გეგმავს. მაგრამ ჯერ უცნობია, ამ გეგმის განხორციელება რამდენად მოხერხდება, რადგან უცნობია, მსოფლიო კორონავირუსს როდის დაამარცხებს.