0:14 დანიასთან - საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ვიბორგში შერცხვა
0:14 დანიასთან - საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ვიბორგში შერცხვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში დანიას ვიბორგის „ენერი არენაზე“ ესტუმრა და სამწუხაროდ, არასაფეხბურთო ანგარიშით, 14:0 დამარცხდა.

დანია უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა – შესვენებამდე 10 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში დანიელებმა სუსტ მეტოქესთან ძალები დაზოგეს და მხოლოდ 4 გოლი იკმარეს.

„ბ“ შესარჩევ ჯგუფში 5 ტურის შემდეგ, ჯგუფში საქართველოს ნაკრები უქულოდ არის და ბოლო ადგილზე იმყოფება. საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები მომავალ წელს, 5 მარტს მალტასთან გასვლაზე გამართავს.