​პეტრო პოროშენკო - ვამაყობ, რომ არჩევნები ასეა ორგანიზებული
​პეტრო პოროშენკო - ვამაყობ, რომ არჩევნები ასეა ორგანიზებული

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა კიევში მისცა. მისი თქმით, ის ამაყობს, რომ არჩევნები წელს კარგადაა ორგანიზებული.

„მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებს ხმის მიცემის დროს საღი აზრით იხელმძღვანელონ, რადგან ეს სასაცილო არ არის. ჯერ შეძლება იყოს სასაცილო და სახალისო, მაგრამ მერე არ უნდა იყოს მტკივნეული“, – განაცხადა პოროშენკომ.

პოროშენკოს თქმით, მას უკრაინელი ხალხის სიბრძნის იმედი აქვს.

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კანდიდატებს შორის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი არიან.