​ოლექსანდრ კორნიენკო - გვქონდა აზრთა გაცვლა საქართველოს დელეგაციასთან, ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი
​ოლექსანდრ კორნიენკო - გვქონდა აზრთა გაცვლა საქართველოს დელეგაციასთან, ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი

ჩვენ გვქონდა აზრთა ძალიან საინტერესო, ეფექტიანი გაცვლა საქართველოს დელეგაციასთან, – ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ​ოლექსანდრ კორნიენკომ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ​ოლექსანდრ კორნიენკომ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში ამჟამად არსებულ ვითარებას.

„გვქონდა აზრთა ძალიან საინტერესო, ეფექტიანი გაცვლა საქართველოს დელეგაციასთან. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაში ამჟამად არსებულ სიტუაციაზე, რუსეთის ინტერვენციაზე, რუსეთის აგრესიაზე და საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ამ რთულ სიტუაციაში. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ჩვენ საერთაშორისო პროცესს, რათა მოხდეს რუსეთის დელეგაციების ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვა, როგორიცაა პარლამენტთაშორისი კავშირი, გაერო, შავი ზღვის რეგიონის ორგანიზაციებიდან. ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალში“, – განაცხადა ოლექსანდრ კორნიენკომ.

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, ქართული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრა გაიმართა.