საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, ქართული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრა გაიმართა
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, ქართული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლექსანდრ კორნიენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერა.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ასევე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.