​აკვაკულტურის საქმიანობაზე დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევა სანქციებს გამოიწვევს
​აკვაკულტურის საქმიანობაზე დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევა სანქციებს გამოიწვევს

აკვაკულტურის საქმიანობაზე დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევა სანქციებს გამოიწვეს. ფულადი ჯარიმები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ განისაზღვრება, რომელიც „აკვაკულტურის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აკვაკულტურის საქმიანობა ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; აკვაკულტურის ნებართვის პირობების დარღვევა კი – 1000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება ისიც, რომ კანონის სხვა მოთხოვნებისა და აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

აკვაკულტურის თაობაზე კანონპროექტის ინიცირება 3 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის ძალაში შესვლა 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, პაატა გოგოხია და დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი.