მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობას დავით სერგეენკო ადგილზე ეცნობა
მარნეულში ჩავიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ამის შესახებპირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
სერგეენკო ამ წუთებში მარნეულის ცენტრალური საავადმყოფოს შენობაშია და სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილების მდგომარეობას ადგილზე ეცნობა.
მასთან ერთად იმყოფება ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი ნემსაძე.
შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ადგილზე ჩავიდა და კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მარნეულში ასევე ჩავიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.