სტაჟირება

 

საქართველოს პირველი  არხი  სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს  სთავაზობს სტაჟირების პროგრამას, რომლის ფარგლებში მსურველებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 1-დან 6 თვემდე არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული მსურველების შერჩევა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით და განათლების პროფილის გათვალისწინებით

 

სტაჟირების  მიზანია:

  • დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
  • შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა;
  • პროფესონალების ზედამხედველობით  და გამოცდილების გაზიარებით აკადემიური, კარიერული და პროფესიული ზრდისთვის ხელშეწყობა;
  • კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა;
  • სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში მედიის სფეროში დასაქმების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელწიფო ენას, სწავლობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის მეორე ან უფრო მაღალი კურსის სტუდენტი/ ან სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე /ან არის კურსდამთავრებული (სწავლის დამთავრებიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელი); პირველი არხის სტრუქტურული ერთეულის და ასევე სტაჟირების სტაჟირების პროგრამის სპეციფიკიდან  გამომდინარე, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს.
  • სტაჟიორის კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სწავლობს სტაჟირების მსურველი თანხვედრაში უნდა იყოს პირველი არხის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.

 

სტაჟიორების აყვანის პერიოდულობა და სტაჟირების ვადა:

სტაჟიორების აყვანა ხორციელდება კვარტლურად, შემოსული განაცხადების კვარტალში ერთხელ განხილვა/შერჩევის  გზით.

 

სტაჟიორთა შერჩევის პროცესი:

სტაჟირების განაცხადების მიღება ხორციელდება აპლიკაციის მეშვეობით.

სტაჟირების პროგრამის შესარჩევი ეტაპის პირველ საფეხურს წარმოადგენს შემოსული აპლიკაციების გადარჩევა, ხოლო მეორეს – გასაუბრება.

შერჩევის დამატებითი ეტაპები განისაზღვრება სტაჟირების კონკრეტული პოზიციის/პროგრამის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სტაჟიორების შერჩევას განსაზღვრული პერიოდულობით  ახორციელებს სპეციალურად შექმნილი შესარჩევი კომისია, რომელიც კომპლექტდება პირველი არხის თანამშრომლებიდან.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, შეავსეთ აპლიკაცია.

 

 

სტაჟირების პროგრამის სრული ვერსიის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

სტაჟირების პროგრამა