ჟურნალი 42-ე პარალელი – არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ელექტრონული გამომცემლობა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ყველაზე მაღალკვალიფიციური ანალიტიკური მასალის შექმნას და ამ სტანდარტის დამკვიდრებას. ჟურნალი ცდილობს ასახოს საზოგადოების თითოეული ფენის, მათ შორის „უხმო“ ნაწილის მოსაზრებები. ჩვენი მიზანია წავახალისოთ სიღრმისეული საზოგადოებრივი მსჯელობა და დებატები, მოსახლეობის ცნობიერების გასაზრდელად პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხების მიმართ.
ამასთანავე გვსურს დავამკვიდროთ ანალიტიკური მასალის საზოგადოებისთვის საინტერესო ფორმით მიწოდების პრაქტიკა. „ჟურნალი 42-ე პარალელი“ კონტენტს წარმოგიდგენთ როგორც ტექსტური ასევე ვიდეო, აუდიო, ინფოგრაფიკული და სხვა მულტიმედიური საშუალებებით.
მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალი საშუალებას აძლევს გარე ავტორებს – მეცნიერებს, საჯარო ინტელექტუალებს, ახალგაზრდა მკვლევარებს და ა.შ, არგუმენტირებულად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, ჩვენს პლათფორმაზე.
„ჟურნალი 42-ე პარალელი“ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის ბაზაზე და სარედაქციო საქმიანობა ხორციელდება ამ სამსახურის მიერ. ჟურნალში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ავტორების მასალები.