ინგა მილორავა
ინგა მილორავა
ინგა მილორავა დაიბადა თბილისში. დაამთავრა 55-ე საშუალო სკოლა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ასპირანტურაში. 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული დრო და სივრცე“ და ამ დროიდან დღემდე მუშაობს ლიტერატურის ინსტიტუტში, ლიტერატურის განყოფილებაში. ასევე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი. 1994 წელს გამოვიდა მისი მონოგრაფია ნიკო ლორთქიფანიძეზე. არის კიდევ რამდენიმე წიგნის ავტორი – ლიტერატურული ...

ინგა მილორავა დაიბადა თბილისში. დაამთავრა 55-ე საშუალო სკოლა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ასპირანტურაში.

1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული დრო და სივრცე“ და ამ დროიდან დღემდე მუშაობს ლიტერატურის ინსტიტუტში, ლიტერატურის განყოფილებაში. ასევე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი.

1994 წელს გამოვიდა მისი მონოგრაფია ნიკო ლორთქიფანიძეზე. არის კიდევ რამდენიმე წიგნის ავტორი – ლიტერატურული წერილების, მოთხრობების, ზღაპრების, ერთი რომანისა და ლექსების. მუშაობს ახალი და უახლესი ლიტერატურის საკითხებსა და პრობლემებზე.

მეტი მაჩვენე ნაკლები