ინა (ირმა) არჩუაშვილი – დაიბადა ყვარელში 1989 წელს. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში – „კავკასიონი“, „ცხელი შოკოლადი“, „მასწავლებელი“, „არილი“.
სხვადასხვა წლებში თბილისის მე-6 საავტორო გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო SOS ბავშვთა სოფელში – მხატვრულ ლიტერატურას.
2000 წლიდნ სისტემატურად აქვეყნებს მოთხრობებს ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში.
გამოცემული აქვს მოთხრობების ორი კრებული „ინო “და „მას ერქვა ვატანაბე “.
არის ლიტერატურული კონკურსის – Penმარათონი 2010-ის გამარჯვებული (III ადგილი) და ლიტერატურული პრემია საბას ორგზის ფინალისტი.
მისი მოთხრობები თარგმნილია ლიტვურ, აზერბაიჯანულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე.
მეტი მაჩვენე ნაკლები