ველური ვარდი
ინსომნიით დაავადდა…
თვალს რული არ ეკარებოდა,
ვერც კი წვებოდა, ვიდრე
სასახლის აფთიაქარი
ადგილზე მომცელავ წვეთებს
არ დაუმზადებდა და
მიართმევდა.
თუმცა, მეფის ასული წამალს
უფლისწულის
თანდასწრებით არასოდეს
სვამდა.
თუ ძილი გარდაუვალია, ის
აღნიშნავდა, ჯობია,
მოულოდნელად წამართვას
თავი, როცა ვცეკვავ, ან
ვიცინი, ისე რომ წინასწარ არ
ვნახო ის ბრუტალური
ადგილი, სადაც
საქონლისთვის
განკუთვნილი
ელექტროშოკის ჯოხის
გვერდით დავწვები
და მძინარეს გადამეხსნება
ლოყაზე ხვრელი.
და კიდევ,
სიზმარი ახლოს არ უნდა გამეკაროს,
რადგან ერთ სურათს ვხედავ:
ჩემს სკამზე სუფრასთან ზის გალეული დედაბერი,
სიგარეტით ამომწვარი თვალები აქვს
და მოღალატე ბედისწერას
ხორცის ნაჭერივით შეექცევა.
არ უნდა დამეძინოს,
რადგან ძილში ოთხმოცდაათი წლის ვარ
და მგონი, ვკვდები.
სიკვდილი მარმარილოსავით
მიხრიალებს ყელში
საყურედ მკიდია წვრილი მილები,
ვწევარ უგრძნობლად რკინის ძელივით.
მახათი მუხლში რომ გამიყარო, არ შევირხევინოვოკაინით ვარ გაჟღენთილი.
შენი საპატრონოა სტანსის გოგო –
საზარელი ფუთა
შეგიძლია სამარეში ჩადო,
და ნიჩბით მიწა სახეზე მიაყარო,
არასოდეს ამოგძახებს: ჰეი, თქვენ, მანდ!
მაგრამ თუ ამბორს უძღვნი,
თვალებს დააჭყეტს და დაიყვირებს:
მამა! მამა!
Presto!
გოგონამ ციხეს თავი დააღწია.

 

 

გამძარცვეს.
მხოლოდ ეს ვიცი.
ყველამ მიმატოვა.
მხოლოდ ეს ვიცი.
უკან ძალით დამაბრუნეს.
წინ წასასვლელად ხელი მკრეს.
ხელიდან ხელში გადამცემდნენ ხილის თასივით.
ღამით ერთ ადგილს მაჭედებენ
და მავიწყდება ვინ ვარ.
და მამა?
ის სხვაგვარი ციხეა.
ვინ თქვა რომ ისიც პრინცია?
მამა ბარბაცით ჩემს საწოლს გადმოემხო,
ღრმულს ზვიგენივით გარს უვლიდა,
მამა გულზე
მძინარე მედუზასავით შემადედდა.
რა გზა გაიარე, პატარა გოგო?
რა გზა გაიარე ციხიდან თავის დასაღწევად?
ღმერთო, გადმომხედე –
ეს არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
*Bab-o – სამზარეულოს სახეხი საშუალება

               

 


*Bab-o – სამზარეულოს სახეხი საშუალება

 

თარგმნა დალილა გოგიამ

 

 

 

 

1 2 3