26 ივლისს, მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის, სტენლი კუბრიკის, იუბილეა, რომელმაც ალბათ ხმოვანი კინოს ეპოქაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნების ამ სახეობაზე, იმდენად მონუმენტური მნიშვნელობის იყო მისი ყოველი ნაწარმოები და იმდენდ ერთმანეთისგან განსხვავებული და სიახლით სავსე. რთულია შეარჩიო მისი საუკეთესო ფილმი, რადგან ყოველი მათგანი შევედრების კატეგორიას განეკუთვნება, მგრამ დღეს გადავწყვიტე კუბრიკის ყველაზე სასაცილო და ამავდროულად გეოპოლიტიკური ტრაგიზმით სავსე ნამუშევარზე შევჩერებულიყავი, რომელსაც „დოქტორი სთრეინჯლავი“ ეწოდება.

არსებობს ფილმები, რომლებიც კონკრეტულ დროსა და ეპოქას ეხმიანება და ისტორიული კონტექსტის გააზრებით ხდება ღირებული, კიდევ არსებობს ისეთი ფილმები, რომლებიც იმდენად მარადიული თემების ირგვლივ მანევრირებენ, რომ დროითი განზომილების მიღმა რჩებიან. სწორედ ასეთი ფილმია „დოქტორი სთრეინჯლავი“. თუმცა ეს შემოკლებით, სრულად კი „დოქტორი სთრეინჯლავი ან როგორ შევწყვიტე ნერვიულობა და შევიყვარე ბომბები“. ამ გიგანტური სათაურით სურათი რჩება ყველაზე დიდი სახელწოდების მქონე ფილმად, რომელიც ოდესმე ”ოსკარზე” საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარუდგენიათ.

„დოქტორი სთრეინჯლავი“ სტენლი კუბრიკის ფილმია. ამ უკანასკნელზე შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ არსებობენ რეჟისორები და არსებობს სტენლი კუბრიკი, ადამიანი, რომელიც ყოველ ფილმთან ერთად ამდიდრებდა კინოენას და ახალ შესაძლებლობებს მატებდა კინემატოგრაფს. „დოქტორი სთრეინჯლავი“ განსაკუთრებული ნიმუშია პოლიტიკური სატირის, რომელიც ერთი მხირვ სრული სერიოზულობით უდგება ცივი ომის პარანოიას და მეორე მხრივ, ყოველ სცენაში, კომედიის პრიზმიდან გვიჩვენებს დრამატულ სიტუაციებს. 60-ანი წლების ამეირიკაში, როდესაც სკოლებში ბავშვებს ასწავლიდნენ, რომ ბირთვული ომი ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა დაწყებულიყო და როგორ უნდა ემოქმედათ ასეთ დროს, ამით კი ახდენდნენ ოპონენტი იდეოლოგიის დემონიზაციას და საზოგადოების შიშებზე თამაშით მათი კონტროლის ქვეშ აყვანას, კუბრიკმა გადაწყვიტა ეს ყველაფერი მთელი ტრაგიზმით წარმოეჩინა, რითაც გარანტირებულად გახდიდა სურათს სასაცილოს.

 

 

1 2 3