სიუჟეტის დიდი ნაწილი პენტაგონში, „საომარ ოთახში“ ვითარდება, სადაც ამერიკის მაღალჩინოსნები, რუსეთის ელჩი და ინდულგენცია მინიჭებული ნაცისტი მეცნიერი არიან შეკრებილი და განიხილავენ საბჭოთა კავშირისთვის ატომური დარტყმის მიყენების შესაძლო აუცილებლობას და მასთან არსებულ რისკებს. ამ მოცემულობაში რეჟისორი ყველა შესაძლო თემაზე ირონონიზირებს. საბჭოთა ჯაშუშებზე, ამერიკელ პატრიოტებზე, კაპიტალიზმის ბუნებაზე, კომუნიზმის იდეური ინტერვენციის შიშებზე, ამერიკის მთავრობის მიერ შეწყალებულ და სახელმწიფო სამსახურში აყვანილ ნაცისტებზე და სხვა მრავალ საკითხზე. თუმცა მთავარი, რის ირგვლივაც გადაანაწილა კუბრიკმა მოქმედების ვექტორები, სექსუალური დრაივი აღმოჩნდა.

ფილმის პირველივე კადრი სექსუალური აქტის მეტაფორაა, როდესაც ატომური ბომბის მატარებელ თვითმფრინავს, საწვავს უსხამს მეორე თვითმფრინავი და პენეტრაციის ალუზიას ქმნის. ეს ყველაფერი კი რომანტიკული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს და სხვადასხვა რაკურსებს მოიცავს, თითქოს ორივე ხომალდის პერსპექტივის წარმოჩნას ემსახურება და ეროტიკულობის ხარისხს აძლიერებს. ომის ოთახში შეკრებილი მაღალჩინოსნებიც პოსტზე თუ მის გარეთ სექსუალური ფრუსტრაციის, ზოგი კი დიოსფუნქციის ჩანაცვლებას ცდილობს საკუთარი უპირატესობის წარმოჩენით და იმაზე საუბრით, ვის უფრო დიდი ავიაგამანადგურებლების კომპლექსი თუ ატომური ენერგია გააჩნია. საბოლოოდ მსოფლიოს ორი უმსხვილესი „დერჟავის“ პოლიტიკური მოლაპარაკება თინეიჯერულ კინკლაობაში გადადის, სადაც ლიბიდური ენერგიის და ფიზიკური სიძლიერის დემონსტრირებას ახდენს ორივე მხარე.

 

 

1 2 3