მაინც, რა იყო მასში ისეთი, რის გამოც ანა შეკრთა და სასწრაფოდ სკამიდან წამოიწია? ვერ მიხვდა რა, მაგრამ ნათლად იგრძნო, რომუჩვეულო რამ ხდებოდა. უცებ, მიხვდა, რა მოეჩვენა უჩვეულოდ: უსინათლო კაცი საღეჭ რეზინს ღეჭავდა… უსინათლო კაცი საღეჭ რეზინს ღეჭავდა.

ანას მხოლოდ ერთი წამი ჰქონდა იმისთვის, რომ იმ საღამოს სადილად დაპატიჟებული თავისი ძმები გახსენებოდა და გულის აჩქარებული ფეთქვა ეგრძნო. ის წინ გადაიხარა და უსინათლო კაცს ისე დაჟინებით დააკვირდა, როგორც აკვირდებიან საგნებს, რომლებიც ჩვენ ვერ გვხედავენ. ჩამოწოლილ ბინდში კაცი საღეჭ რეზინს ღეჭავდა. ღეჭავდა ყოველგვარი ტანჯვის გარეშე, თვალღია. ყბის მოძრაობისას ისე ჩანდა, თითქოს ის ერთ წამს იღიმებოდა, მეორე წამს კი აღარ, ერთ წამს იღიმებოდა, მეორე წამს კი აღარ.   ანა უსინათლო კაცს ისეთი თვალებით მიშტერებოდა, მას ქალითვის მისთვის შეურაცხყოფა მიაყენებინოს. თუ ვინმე იმ წამს ანას შეხედავდა, იტყოდა, რომ ის სიძულვილით იყო სავსე. ანა უსინათლოსთვალს ვერ აშორებდა და სკამზე სულ უფრო  და უფრო წინ იხრებოდა. ამ დროს ტრამვაი დაიძრა და ის უკან, სკამის ზურგს მიანარცხა, ნაქსოვი ჩანთა მუხლებიდან ჩამოუცურდა და ძირს დაეხეთქა. ანამ წამოიკივლა, კონდუქტორმა მძღოლს გასძახა, ტრავმაი გაეჩერებინა, იქამდე, ვიდრე გაერკვეოდა, რა ხდებოდა. ტრამვაი გაჩერდა, ხოლო დაფეთებული მგზავრები კი ერთმანეთის თვალიერებას შეუდგნენ.

ანამ ფერწასული უძრავად იჯდა და ვერც განძრევას ახერხებდა და ვერც ჩანთის აღებას. სახის გაუგებარი გამომეტყველება, რომელიც მას საერთოდ არ ახასიათებდა, სახიდან როგორც იქნა, მოშორდა. გაზეთების დამტარებელმა ბიჭმაძირს დავარდნილი ჩანთა აიღო დაღიმილით მიაწოდა. გაზეთში შეხვეული კვერცხი გატეხილიყო და ნაქსოვიდან ბლანტი ყვითელი გული იწუწებოდა. უსინათლომ ორივე ხელი წინ უმწეოდ გაიწვდინა,  ცდილობდა, გაეგო, საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა.ანამ გატეხილი კვერცხი ჩანთიდან ამოიღო და მგზავრთა ღიმილს თვალი აარიდა. კონდუქტორის ნიშანზე, ტრავმაი ისევ დაიძრა.

ორ წამში ანას აღარავინ უყურებდა. ტრავმაი რელსებზე გასრიალდა და უსინათლო კაცი, რომელიც საღეჭ რეზინს რეჭავდა, სამუდამოდ უკან ჩამოიტოვა. ანას გული დაუმძიმდა, ნაქსოვი ჩანთა უხეშად ედებოდა თითებზე, ძაფი ისეთი რბილი აღარ ეჩვენებოდა, როგორც ქსოვის დროს. ჩანთამ თავისი დანიშნულება დაკარგა და ახლა ხელში უბრალოდ დაგლეჯილი ძაფი ეჭირა და არ იცოდა, სად წაეღო კალთაში დაწყობილი ბოსტნეულისთვის. სამყარო ისევ აღდგა მის გარშემო, როგორც უცხო სიმღერა. გული ასე რატომ დაუმძიმდა? ნუთუ დაავიწყდა, რომ უსინათლო ადამიანები არსებობენ? ქალს თანაგრძნობა სულს უხუთავდა და სუნთქვას უკრავდა.  მის გარშემო საგნები თითქოს განგაშის ხმებს გამოსცემდნენ, ანას გარემო არასაიმედოდ ეჩვენებოდა და მათგან წამოსულ მტრულ განწყობას გრძნობდა. ანასსამყარო წამში გარდაიქმნდა და ისევ საშიში იერი მიიღო. დრო მიჰქროდა,  ყვითელი ლორწოსავით სითხე ჩანთიდან წურწურით ჩამოდიოდა. ჩვეული დღის წესრიგიდან ამოვარდნილი ქალი ხედავდა, რომ ადამიანები ქუჩაში სახიფათო ზღვარზე დადიოდნენ, წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდნენ,  წყვდიადში ლანდებად მოჩანდნენ და ის ფაქტი, რომ მათ კონკრეტული მიზანი არ ამოძრავებდათ, თითქოსთავისუფლებას იმდენად ანიჭებდათ,  რომ არც კი იცოდნენ, საით მიდიოდნენ. იმის გაცნობიერება, რომ მის ირგვლივ არ არსებობს კონკრეტული კანონზომიერება, ისეთი მოულოდნელი იყო ანასთვის, რომ  ის სკამს ისე ჩაებღაუჭა, თითქოს ეს-ესაა ტრამვაიდან გადავარდებაო. ის ვეღარაფერს ცნობდა –  მის ირგვლივ გარემო სრულიად გაუცხოებულიყო.

ანასბოლოსდაბოლოს ეწვია მდგომარეობა, რასაც კრიზისი ჰქვია. ამის ნიშნები იყო უდიდესი კმაყოფილება იმით, რაც შიშის ზარს სცემდა და უკიდურესად აფორიაქებდა. სიცხეს ჩახუთულობა დაემატა. გარემო ახალი ძალით აზვირთდა, ხოლო ხმები კი უფრო ხმამაღლა აგუგუნდა.

რუა ვოლუნტარიუს და პარტიაზე რევოლუციალამის აფეთქების ზღვარს მიაღწია. ქუჩაში დატანილი კანალიზაციის ცხაურები გამომშრალი, ხოლო ჰაერი კი მტვრით იყო სავსე.  უსინათლომ, რომელიც საღეჭ რეზინს რეჭავდა, ანას მთელი სამყარო მუქ ფერებში გახვია. ძლიერ ადამიანებს უსინათლოს მიმართ თანაგრძნობა არ უჩნდებათ.  უცებ ანამ ადამიანების მიმართ დაუძლეველი შიში იგრძნო. შიში იგრძნო იმ ძალის მიმართ, რომელსაც ისინი ფლობდნენ. მის გვერდით ცისფერკაბიანი ქალი მკაცრი გამომეტყველებით იჯდა. ანამ სახეზე შეხედა და მზერა სასწრაფოდ მოაშორა. ტროტუარზე გაბრაზებულმა დედამ ბიჭს მოსცხო! შეყვარებულებმა ერთმანეთს ხელი ღიმილით ჩაჰკიდეს… და უსინათლო? ანას გული სითბოთი აევსო.

ანა თავის ახალ ცხოვრებას საკმაოდ კარგად შეეგუა დაგაფაციცებით ადევნებდა თვალს, რომ ყველაფერი წესის მიხედვით განვითარებულიყო.  ის უშფოთველად მიყვებოდა დინებას, ფხიზლად უყურებდა ყველაფერს. მისთვის თითოეულ ადამიანს თავისი ფუნქცია ჰქონდა, ტანსაცმელიც უდავოდ იმისთვის იყო შექმნილი, რომ ტანზე ჩაგეცვა, საღამოს კი ფილმს გაზეთში დაბეჭდილი პროგრამით აარჩევდი – აი, ასე მიყვებოდა ანას დღე დღეს. უსინათლომ, რომელიც საღეჭ რეზინს რეჭავდა, მისი მდორე ცხოვრება შეარყია. თანაგრძნობით, რომლითაც გული გადაევსო, ქალს სხვა ცხოვრება გადაეშალა, თუმცა ამცხოვრებას თან ახლდა გულისრევის ტკბილი შეგრძნება, რომელიც ნელ-ნელა ყელამდე ამოსდიოდა.

მოულოდნელად, ანა მიხვდა, რომ უკვე კარგა ხანია, რაც თავის გაჩერებას გასცდა. ის თავს სუსტად გრძნობდა და ყველაფერი აშფოთებდა. ტრავმაიდან კანკალით ჩამოვიდა, ფეხები მუხლებში ეკეცებოდა, ირგვლივ დამფრთხალი იხედებოდა და ხელში დათხვრილი ჩანთა ეჭირა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ შუაღამისას ქუჩაში მარტო დარჩა.

ქუჩას, სადაც ის მოულოდნელად აღმოჩნდა, ბოლო არ უჩანდა და მთელ სიგრძეზე ყვითელი კედელი მიუყვებოდა. შეშინებულს, გული მძიმედ უცემდა და ამაოდ ცდილობდა, გამოეცნო, სად იმყოფებოდა. მის წინ ახალი კუთხით შემობრუნებული ცხოვრების დინებას საკუთარი გულის ცემასავით გრძნობდა და მისტიური ნიავი სახეზე ელამუნებოდა. ანაუძრავად იდგა და კედელს ასცქეროდა. როგორც იქნა, მიხვდა, სად იმყოფებოდა და კედელს გაჰყვა. სულ მალე ბოტანიკური ბაღის მძიმე ჭიშკარი გამოჩნდა და ის ბაღში შევიდა.

ანა პალმებს შორის მძიმედ მიაბიჯებდა. ბაღში არავინ ჩანდა. მან ჩანთა მიწაზე დადო, ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა და გაირინდა. კარგა ხანს გაუნძრევლად  იჯდა. გაშლილმა სივრცემ თანდათან დაამშვიდა და მალე თანაბრად სუნთქვაც შეძლო. ქალს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს შინაგანად მიიძინა. ის გასცქეროდა პალმის ხეივანს, რომელიც დღისით, მზით გაჩახჩახებული, ხალხით ივსებოდა, ხოლო ახლა კი ხეების ჩრდილში ჩაძირულიყო.

ანა ფოთლების შრიალს, მცენარეთა სურნელსა და ხვიარებზე პატარა საოცრებების მოძრაობას გრძნობდა.მაინც,საიდან მოვიდა ეს ნახევრად სიზმრისეული მდგომარეობა, რომელმაც ქალი ერთიანად შთანთქა?  მის ყურამდე მხოლოდ ფუტკრების ბზუილი და ჩიტების ჟღურტული აღწევდა. ეს გარემო მას  ძალიან უცნაური, ძალიან ფაქიზი და ამავდროულად, უზარმაზარი ეჩვენებოდა.

უცებ, ანა მსუბუქ მოძრაობაზე შეკრთა და მიბრუნდა. ახლო-მახლო არაფერი მოძრაობდა მაგრამ გზაზე დიდი, უძრავად მდგარი ფაფუკბეწვიანი კატა იდგა. კატამ სიარული განაგრძო და ბოლოს თვალს მიეფარა.

ანამ  ირგვლივ შეშფოთებით მიმოიხედა. ხის ტოტები ირხეოდა, მათ ქვეშ კი მათივე ჩრდილი ცახცახებდა. ბეღურა მიწაში იქექებოდა. უცებ, ქალს ავი წინათგრძნობა გაუჩდა და მოეჩვენა, რომ მახეში გაება. თითქოს ბაღში რაღაც მისტიური ამბები ხდებოდა და ეს მანეს-ესაა აღიქვა.

ხეებს შავი ნაყოფი ესხათ, თაფლივით ტკბილი.  გამომშრალ მიწაზე ტვინის ხვეულების ფორმის პაწია ფოსოები ჩანდა. სკამს იისფერი წვენის ლაქები ეტყობოდა. ისმოდა წყლის ჩუხჩუხის იდუმალიხმა. ობობა ხის მერქანს ვეება საცეცებით ეჭიდებოდა. სამყაროს სისატიკე ჩამშვიდებულიყო.  მკვლელობა სადღაც ღრმად იყო ჩამარხული და სიკვდილიც სულ სხვანაირად მოჩანდა, არა ისე, როგორც ყველას წარმოგვიდგენია.

წარმოსახვით სამყაროსთან ერთად, არსებობდა სხვა სამყაროც – ის, რომელშიც კბილებსაც ჩაასობდი – მასიური გეორგინებისა და ტიტების სამყარო. მათი ღეროები მცენარის ფაფუკი, წებოვანი პარაზიტებით გადავსებულიყო. ანათითქოს ბოლოჯერ უწევდა წინააღმდეგობას, ბოლოჯერ, საბოლოო დანებების წინ – ქალს ხიბლავდა ეს სამყარო. მართალია, თან გული ერეოდა, მაგრამ თან უცნაურად  ხიბლავდა.

სამყარო ისეთი გადავსებული იყო ხილით დახუნძლული ხეებით, რომ ლპებოდა. როდესაც ანას გაახსენდა, რომ სადღაც მოშიმშილე ბავშვები და კაცები არსებობდნენ, გულის რევის შეგრძნებაისე  გაუძლიერდა, თითქოს მიტოვებული ორსული ქალი ყოფილიყო. ბაღისაკუთარი, სულ სხვა მორალით ცხოვრობდა. ახლა, როცა უსინათლო კაცმა ის აქამდე მოიყვანა, მას,ამ პირქუშ სამყაროში, რომელშიც გიგანტური ლოტუსებიწყალზე მონსტრებივით ტივტივებდნენ, პირველივე ნაბიჯის გადადგმაზე მუხლები ეკვეთებოდა. ბალახებში გაბნეულ ყვავილებს ქალი ვერც ყვითლად ხედავდა, ვერც ვარდისფრად, ამ ფერებს ის უფრო მუქ ოქროსფერს და მეწამულს უწოდებდა.  ლპობას თან ახლდა მძაფრი სურნელი.

ანა ამ მძიმე სურათს მწერების ფარდიდან უყურებდა, რომლებიც თავს დასტრიალებდნენ და რომლებიც, როგორც ის დარწმუნებული იყო,  მასმყიფე  ცხოვრებამ გამოუგზავნა. ყვავილებს მსუბუქმა სიომ გადაუარა. ანამდე მოტკბო სურნელმა მიაღწია… ისეთი მშვენიერი იყო ის ბაღი, რომ ქალმა ჯოჯოხეთის წინაშე ძრწოლამ აიტანა.

მოსაღამოვდა. ირგვლივ ყველაფერი დამძიმდა და თითქოს შეივსო კიდეც. ციყვი სიბნელეში ტოტიდან ტოტზე გადახტა. ანამ მიწის სურნელი ნეტარებით ჩაისუნთა და ფეხქვეშ სირბილე იგრძნო. ქალიმის წინ გადაშლილ მშვენიერებას უყურებდა და გულის რევის შეგრძნება უფრო მეტად ეუფლებოდა.

 

 

 

1 2 3