კლარის ლისპექტორი
კლარის ლისპექტორი

კლარის  ლისპექტორი (1920-1977) – ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ებრაული წარმოშობის მწერალი, 1920 წელს უკრაინაში დაიბადა. როცა კლარისი ხუთი წლის იყო, მისი ოჯახი უკრაინაში გავრცელებული ანტისემიტური განწყობის გამო საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა. მან რიო-დე ჟანეიროში სამართალი და ჟურნალისტიკა შეისწავლა. 23 წლის ასაკში გამოქვეყნებულმა პირველმა რომანმა „ველურ გულთან ახლოს“, რომელიც ცნობიერების ნაკადის ტექნიკითაა დაწერილი, კლარის ლისპექტორს დიდი აღიარება მოუტანა.