ოთხკედელა ბინებში

 

… ოთხკედელა ბინებში

მარტოსულნი ტირიან,

ვითომ სძინავთ ღამითა,

ჩემ მტერს, ეგ რომ ძილია!

ძველი საათებივით

დარდსაც ვეღარ ითვლიან,

როგორც შესატანებელს

გულს და გრძნობებს ითლიან.

ძველ სიმღერას ღიღინებს

ძველი მოგნიტოფონი,

ეჰ, ჩავლილი ცხოვრება

გავს უნიჭოდ მოგონილს.

პირში პიანინოსაც

წყალი ჩაგუბებია,

ყვავილები ქაღალდის

ტყუილ ამბებს ყვებიან.

 

… ბოლო ნაპერწკალიც კი

გულის ბნელს არ უნათებს,

დაუპყრიათ კედლები

მსახიობთა სურათებს.

დაჰყურებენ მაგიდას,

დაჰყურებენ როიალს,

ესეც მსახიობთათვის

უსიტყვო რამ როლია.

ორთქლით ითბობს სხეულს და

ერთკაციან ღამეებს,

ერთკაციან ქვაბებში

ხარშავს რუმე-რამეებს.

დუმს ოთახი, ნივთები,

დუმს სულ ყველა კლავიში,

შეუწვება სიცივე

ერთკაციან მკლავებში.

 

… ოთხკედელა ბინებში

მარტოსულნი ტირიან,

ვითომ სძინავთ ღამითა,

ჩემ მტერს – ეგ რომ ძილია!

რესტირნებში, ბარებში

ქალებს თავს ევლებიან.

ოთხკედელა ბინებში

სულ სხავა ზღაპრებს ყვებიან.

თითქოს მათი თვალები

მზეს და ზეცას ვერ იტანს.

თმებზე ათოვთ ფიფქები

ციდან არა, ჭერიდან.

უთეთრდებათ თმები და

დროც თავისას არ იშლის,

მერე ჩაინთქმებიან

ცრემლჩაჟღენთილ ბალიშში…

… მერე გაზაფხულდება,

ჯერ კი ზამთრის პირია…

ოთხკედელა ბინებში

მარტოსულნი ტირიან…

 

                                

 

 

           აზერბაიჯანულიდან თარგმნა იმირ მამედლიმ

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6