საქირაო საწოლი

 

ზედ რომ გადაჰფენია

აბრეშუმის ზეწარი,

ზეწარს ქვემოთ საბანი,

საბანს ქვემოთ ლეიბი,

ლეიბს ქვემოთ საწოლი

ქირავდება მალ-მალე…

 

რიგ-რიგობით წოლილან

თეთრებიც და შავებიც…

გაცვეთილა ლეიბი

კაცთა მუხლისთავებით.

ეს საწოლი გაწვდილა

მათხოვარის ხელივით

და შიგ ხურდა ფულივით

ყრიან ქალებს ლამაზებს,

დაკლაკნილებს გველივით.

 

გრძნობს საწოლი ქვემოდან

ვინ ვის ვით ეფერება,

გრძნობს საწოლი სიმძიმით

წყვილთა ბედნიერებას.

 

… აი, გოგომ უმწიკვლომ

სანამ კაცი დაიგებს

არაფერი არ იცის

საქირაო საწოლზე,

დაწვება და

გაიგებს…

 

 

 

1 2 3 4 5 6