გაუგზავნელი ბარათი

 

თმები ისევ შავი გაქვს?

თუ ჭაღარა გერევა?

ზოგჯერ საღამოობით

ბოღმა ხომ არ გერევა?

 

როცა მოგონებები

ჩუმად მოგეძალება,

ქმარი არ ეჭვიანობს,

ქალო ცოსფერთვალება?

 

კვლავ დიდებას მიელტვი?

გული დაცხრა, გეთაყვა?

გაგამდიდრა ასაკმა?

თუ კვლავ ღარიბადა ხარ?

 

წაგეშალა ღიმილი?

ხარ უღრუბლო ცასავით?

თუ ფანჯრის წინ მუდამჟამს

დგახარ თოჯინასავით?…

 

 

 

1 2 3 4 5 6