ძველი და ახალი

 

ისევ ერთ-ურთს ელიან,

მერე ერთ-ურთს ნახავენ…

ეს დუნია ძველია,

ტრფიალია ახალი.

 

შეხვედრებზე დადიან,

ხვალაც ასე ივლიან…

ისევ ნახავთ დარდიანს,

ისევ სადღაც ტირიან…

 

სადღაც გულით მღერიან,

გულს ანთებენ ზრახვანი…

ეს დუნია ძველია,

სურვილია ახალი…

 

ახალ სამოსს აპრილი

იცვლის, იცვლის… არ ილევს…

მოვლენ კაცნი ხვალ დილით

დაკრეფენ ამ ყვავილებს.

 

ყვავილს დილის ფერი აქვს,

ხმა – წკრიალა, მაღალი…

ეს დუნია ძველია,

ყვავილია ახალი…

 

 

 

1 2 3 4 5 6