მატკინე, ჯონი

 

ადგა, როცა შემამჩნია.
ის დაბალი იყო ჩემზე.
გავიფიქრე: “ჯიბეშია!
ჩემს ლოგინში მინდა დღესვე!”
ნავარჯიშებ ჯუჯას გავდა,
კუნთებით რომ დატკბებოდი…
მივიტყუე ლოგინთან და
დავუკივლე: “გიჟო, მოდი!”

“მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი!
მფრინავ რაშზე შემსვი!
მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი!
მძაფრი მიყვარს სექსი!”

საცვალიღა ეცვა ქვედა,
ყვითელი და ლურჯი ფერის,
გიჟივით რომ შემომხედა –
ვერ გაეგო ვერაფერი.
მიპასუხა ბრიყვმა მორცხვად:
“მე ხომ ბუზსაც ვერას ვატკენ!”
გავწიწმატდი, ერთიც მოვცხე
და მრისხანედ განვუმარტე:

“მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი!
ბუზი არ ვარ! გესმის?
მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი!
მძაფრი მიყვარს სექსი!”

და მაინც რომ ვერ აღვაგზნე,
მწარედ გაკაპასებულმა
მივუთვალე, ჩვენს ენაზე
რაც კი ლანძღვა არსებულა.
მოექუფრა უცებ სახე,
მითხრა: “გეყო აბდაუბდა!
ვინ გგონივარ? ახლა ნახავ,
გამოლანძღვა როგორ უნდა!” –

“მტკივა, ჯონი, ჯონი, ჯონი!
ფეხს ნუ მირტყამ ფერდში!
მტკივა! ჯონი, ჯონი, ჯონი!
მძულს ასეთი სექსი!”

გადაიცვა ტანსაცმელი,
გაიხურა ცივად კარი,
ჩაირბინა კიბე გრძელი,
დამიტოვა მხარში ბზარი…
ან რა მრჯიდა გიჟთან ვნებით?!
ვზივარ ახლა, როგორც ბრიყვი,
დალურჯებულ დუნდულებით…
და არასდროს აღარ ვიტყვი:

“მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი!
მფრინავ რაშზე შემსვი!
მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი,
მძაფრი მიყვარს სექსი!”

 

1 2 3 4 5 6 7