ირგვლივ ყველაფერი ავთენტურია. ციხე, სადაც მოქმედება ვითარდება, ნამდვილი ციხეა, სადაც გადაღებების დროს პატიმრების სხვა საპატიმროში გადაყვანა მოხდა. ნაჩვენები გაქცევის ტექნიკები ფუნქციურია, რადგან იმ ადამიანის დეტალური ინსტრუქტაჟითაა აღდგენილი, ვის ისტორიასაც ფილმი გვიყვება. ეს ბრესონის პირველი ფილმია, სადაც მან სრულად თქვა უარი პროფესიონალ მსახიობებზე და უბრალო ადამიანები აიყვანა როლებზე. რეჟისორი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თავადაც იმყოფებოდა ნაცისტების ტყვეობაში, ამიტომ მგრძნობელობა მოცემულობისადმი განსაკუთრებულად მაღალი ქონდა და შესაბამისად, ყველა მიმართულებით აღბეჭდილმა მაქსიმალურმა რეალიზმმა უნიკალური შედეგი გამოიღო.

პირველი სცენა ფილმში მანქანის უკანა სავარძელზე თამაშდება, სადაც პოლიციის მიერ დაპატიმრებული მთავარი პერსონაჟი და მისი თანამებრძოლი სხედან. ფონტენი მხოლოდ გაქცევაზე ფიქრობს და მანქანის სახელურის შეუმჩნევლად გადაწევას ფიქრობს. როდესაც მანქანა შუქნიშანზე ჩედება, ფონტენი კარს აღებს და გარბის თუმცა კამერა უძრავად რჩება სალონში, ფონად ხმაური ისმის და მალევე ფონტენს უკან აბრუნებენ. აქ ბრესონი ერთი ადამიანის სწრაფვას თავისუფლებისაკენ ტოტალობად აქცევს და აღწერს რომ ასე მარტივად შეუძლებელია მოხდეს ემანსიპაცია ნებისმიერი ტიპის ოპრესიისაგან. ამიტომ მთელი დარჩენილი ქრონომეტრაჟი ციხიდან გაქცევის მტკივნეულ, დრამატულ, სასოწარკვეთით აღსავსე, ნელ და რთულ ქმედებებს აღწერს.

 

 

 

1 2 3