18 დეკემბერს ფრანგული და ზოგადად, მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, რობერ ბრესონის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა, რაც საკმარისი მიზეზია, რომ მის  შემოქმედებასა და ხსოვნას პატივი მივაგოთ. დღეს ბრესონის ფილმოგრაფიიდან  ჩემ საყვარელ ნამუშევარი მინდა გავიხსენო.

ციხიდან გაქცევის თემატიკაზე უამრავი ფილმი არსებობს და ეს სიუჟეტური მოცემულობა თითქმის ქვეჟანრის კატეგორიაშია ასული. თუმცა მრავალთაგან ყველაზე გამორჩეული, მნიშვნელოვანი და უნიკალური ნაწარმოები გახლავთ ფრანგული კინოს კოლოსალური ფიგურის რობერ ბრესონის სურათი სახელწოდებით “სიკვდილმისჯილი ადამიანი გაიქცა”.

ფილმი რეჟისორის ხელნაწერით იწყება, სადაც ბრესონი გვეუბნება, რომ ისტორიას მოყვება ზუსტად ისე, როგორც მოხდა რეალობაში, ზედმეტი დრამატიზაციის გარეშე. სათაურიც წინასწარ გვამზადებს ფინალისთვის და გვიხაზავს სიუჟტის ტრაექტორიას, რომლის ფინალურ წერტილშიც უკვე ვიცით, რომ მთავარი პერსონაჟი, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში წინააღმდეგობრივ ძალებში მებრძოლი ლეიტენანტი ფონტენი ტყვეობას თავს დააღწევს. თუმცა მიუხედავად ამისა, დაძაბულობის მომენტი არ ქრება და საშიშროების განცდა არ კლებულობს. ეს პირველ რიგში იმითაა გამოწვეული, რომ ფილმი თითქმის დოკუმენტალისტური რეალიზმით აღწერს  მოვლენებს.

 

 

1 2 3