უფრო რომ დავკონკრეტდეთ, მაგალითად ვიღაცისთვის მოძალადე სამართლიანობისათვის მებრძოლია, ვიღაცისთვის გარემოების მსხვერპლია, ვიღცისთვის კი მავნებლური სუბიექტია, რომლის ადგილიც საზოგადოებაში არაა. მრავალგვარი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი და ამა თუ იმ პერსპექტივიდან ყველა მათგანი რეალობას გამოხატავს. ჩვენ მრავალი ინსტიტუცია გვაქვს, რომლის კარნახითაც ვადგენთ ცხოვრების წესებს, მაგრამ ფუნდამენტში ეს არ წარმოადგენს სამყაროს ავთენტურ სახეს, ცხოვრების რეალურ მოცემულობას. თანამედროვე სამყაროში ხელოვნურობისკენ უფრო მეტად მივიწევთ, განსაკუთრებით სამომხმარებლო საზოგადოებაში, სადაც იდეოლოგიური კარნახით ვიღებთ გადწყვეტილებებს და ვაკეთებთ არჩევანს იმის შესახებ თუ როგორ მოვაწყოთ სახლი, რა ჩავიცვათ, სად დავისვენოთ და ა.შ.

ფასბინდერი როგორც მის შემდეგ ბოდრიარი და როგორც ბევრად მანამდე პლატონი რეალობისა და გაყალბებული რეალობის განმასხვავებელი ნიშნების ძიებითაა დაკავებული. „სადენს მიერთებული სამყარო“ სამეცნიერო ფანტასტიკას მიეკუთვნება, თუმცა დღევანდელ რეალობასთან მას გაცილებით მეტი საერთო აქვს, ვიდრე ნებისმიერ სოციალურ დრამას. თუმცა შესაძლოა მე ტყუილს გიყვებით, ამიტომ ჯობს უყუროთ ფილმს და თავად აირჩიოთ რა გირჩევნიათ, გჯეროდეთ რეალობის არსებობის, თუ არა.

 

 

 

 

1 2 3