კაკასხიდი

 

,,დიახ, ეს მოხდა” კაკასხიდში.

წაბლის ყვავილი ჰყვაოდა მაშინ,

კაკასხიდთან რომ ვცოფავდი ზეკარს.

ვეძებდი საკვებს,

ქათანაცარა ეკვროდა დანდურს.

აღელვებულმა დავსუსხე ჭინჭრით

თიკნისყურა, კლდეს რომ მოეფარა.

დიდედის ნახსოვარ კოფთაში ვიდექ,

შიგ სთვლემდნენ ხსენის ფუფხები მორცხვად.

წინ ჩამიარა ქალმა და ვჯობდი.

მე ვგავდი ბალბას, ის კი ჯიჯილაყს.

მისი მდევარი კაცი ვლადიკა

თვალებით ჩაძვრა რძის სადინარში.

მიცნო და შეცბა.

ყვიროდა იგი, – დარჩი, ლილია!

მე, ზღვის დონიდან მაღალი ყელით,

მწიფობის თვემდე ველოდი დონდღლაბს.

ქმარი, რომელსაც წყურვილი კლავდა არა ჩემი,

არამედ წყლისა,

შუა ყანიდან მიქნევდა ხელებს.

ვიხსნიდი ღილებს თითის სისწრაფით,

მაგრამ პოეტი ვერ მოვაბრუნე.

 

 

1 2 3 4