***

სითბოსთან მიმავალს ვის არ ასწვია კუჭის გარსი.

გადაგირბენს ცხელი სისხლი,

ქერის ყანასავით, ყველა ორგანოს აგიშრიალებს,

მოგინამავს თავთავებს და

ნელ-ნელა იწყებს სვლას

გამოსაშრობად მზის სითბოსკენ.

თითქოს ღუმელი ხარ,

შეიწყობ სველ რცხილებს,

გრძლად დაჭრილს, და შიშინებენ.

ღამე რუჯივით, და

შენი ღუმელის რომბის ჭრილიდან

ცეცხლის ენების წინ და უკუსვლები…

ბრუციანი მამალი დაგყივლებს გაუთენებელზე,

ფანჯრის კუთხეს მიშტერებულ ერთ თვალში

ტოტის ლანდი ქანაობს, ჩერდება, ქანაობს…

 

 

1 2 3 4