წყალდიდობა

 

ქალაქი დატბორილია, ასევე დატბორილია სასაფლაოების დიდი ნაწილიც, მათ შორის ვაკის სასაფლაოც, საიდანაც პიესის გმირები მოცურავენ შუაგულ ქალაქისკენ.

ლალი: ას ოცი წლის ქალბატონი

გულიკო: ას ოც წელს მიტანებული, შედარებით ახლაგაზრდა.

ქალაქის მერი: ქალაქ თბილისის მერი

 

ლალი-ფრთხილად გულიკო, არ დამეკარგო ამ უცხო ქალაქში. რა ამბავი კორპუსებია, სახლს ვერ მივაგნებ რო რაღაცა იყოს, მარა ისე გამომისტუმრეს ნაღდათ არ ესიამოვნებათ ჩემი ახლა იქ მისვლა, ძლივს მომიშორეს.

გულიკო-დედა ნოდარი სად დავკარგე ნეტა, ეტყობა ქვემოდან მისრიალებს, ვარაზის ხევით უყვარდა სიარული, როგორც პირველ პაემანზე, ფიქრის გორის ასახვევში დამხვდება ეშმაკურად.

ლალი-კი, თუ არ გაუარა სხვებს, ან ძმაბიჭებს …

გულიკო-ლალი მეზობლები არ ვართ, სად გინახავს მაგის ფეხი გადგმული ა ?

ლალი-უჰ თამაზმაც ასე იცის თავის მოჩვენება, მაგრამ სულ ვერის სასაფლაოს გაჰყურებს…დღემდე ახსოვს ელეონორა ჯაყელი…ვერ დავავიწყე…რა არ ვცადე, ჯადო, შმადო…რა ვიცი მე. ახლა კი მყავს გვერდში მარა…

გულიკო-ფრთხილად, დიდი ტალღა წამოვიდა. თავი არ აწიო.

ლალი-ჰა ჰაა თუ შემაქანა ახლა პირდაპირ ჩემი რძლის სახლში…. იცოცხლე მერე. (იცინიან)

გულიკო-რა ვიცი, აღდგომებზე წითელი კაბით გაპრანჭული კი ამოვიდა.

ლალი-შენც დაინახე ხო ? კი, სხვის დასანახად არ ეშლებათ ბატონო…დებილი ჩემი ბიჭი…ვაიმე, ხელი მომკიდე კიდევ დიდი ტალღა მოდის, რაღა ეს კაბა ჩავიცვი, უხერხულად ფრიალებს.

გულიკო-სტიქიაა, ვინ გაცადა, ვერ ხედავ ხალხი დედიშობილა გამოყავდათ, რა დროს ეგ არის.

ლალი-ჰმ ღმერთო შენ გვიშველე, დაიკლოს მაინც სადამდე უნდა გვატაროს, ექსკურსიები მაკლდა თუ ? რას დაუმსგავსებიათ ქალაქი. (ახველებს) ეს ხეები ისევაა ? ალერგია მქონდა ბავშვობიდან, კიდო ეს მინდოდა ? სველი სალფეტკი მომაწოდე ერთი.

გულიკო-დედააა, რამხელა შუშის შენობაა, ასეთ შენობებს უცხოურ ჟურნალებში ვნახულობდი ხოლმე…როგორ შეცვლილა ყველაფერი…ა, უყურე ლალი, დააკვირდი იმ აბრას.

ლალი-ვინაა, რა იყო ?

გულიკო-შალვა ამყოლაძე…ჰმ მაინც გაიტანა თავისი, დააკიდებია აბრა მაინც. რა წერია ერთი წაიკითხე სანამ ჩავუქროლეთ.

ლალი-აქ ცხოვრობდა ცნობილი ინჟინერი და საზოგადო მოღვაწე შალვა ამყოლაძე…რა იყო მერე ?

გულიკო-ჰმ ! ინჟინერი კიბატონო…იყიდა…მაგრამ რაის საზოგადო მოღვაწე ერთი ? გაფხრეწილი ნიფხავით დადიოდა…ფუუუ რას დამსგავსებულა ქალაქი.

ლალი-ა, წამოვიდა კიდო, მომკიდე ხელი, ხალხი რას იტყვის თავისზე უმცროსს ვერ გაუფრთხილდაო…კარგად ჩამავლე ხელი, ჩემი გამძლეა, ესპანურია.

გულიკო-მეშინია.

ლალი-ნუ ხარ მშიშარა, არ შეგნიშნონ.

გულიკო-თუ ქვემოთაა ნოდარი,- ნაკადი გაძლიერდა, მეშინია  სოფლისკენ არ აღმოჩნდეს…დედამისს ისედაც იქ უნდოდა…

ლალი-ქართველი კაცები დედის გარეშე ? არაა გამორიცხული, მკლავები მოუსვას და დედამისთან აღმოჩნდეს.

გულიკო-რატო? რაიყო ?

ლალი-კარგი ახლა, მეზობლები ვართ, იცი რომ ჩვენი ხმაც გამოდის თქვენთან და თქვენი კიდევ ჩვენთან…ხანდახან გულს ისე უწვრილებ რომ…მე რომ ნოდარი ვიყო….

გულიკო-მიდი, დაიცავი ხო…ასე იცით მეზობლის ქალებმა.

ლალი-ვაიმე, გული წამივა, ნამდვილ ლომს ვხედავ ახლა მე თუ მეჩვენება?

გულიკო-ვაიმე, ნამდვილია, ბანკის შენობისკენ მიდის…

ლალი-უჰ გული გამისკდა მარა ჩვენ რას გვიზავდა ნეტა…შეშინდები ხოლმე. მკვდრის ყველას ეშინია ხო იცი.

გულიკო-დედაა, უნივერსიტეტი ისევ იმ ფერებშია, ეხ ახლაგაზრდობავ, ახალგაზრდობავ…ამეწეპებოდა ნოდარი და…

ლალი-ეჰ ნეტა ლამარა ვაჩნაძე თუა ცოცხალი…

გულიკო-რას ამბობ ეგ თუ კათედრიდან არ გამოასვენეს…რა დაემართებოდა ?

ლალი-ესღა მაკლდა, არ გაიხედო.

გულიკო-ვინაა ?

ლალი-თენგო არევაძე…ჰმ სადაც ბირჟავიკობა უყვარდა იქ გაჭედილა ზუსტად საწყალი…

გულიკო-უიმე, მართლა ვეღარც წინ მიდის და ვეღარც გვერდით ჩადის.

ლალი-ხომ გეუბნები, სიცოცხლეშიც მაგ მდგომარეობაში იყო… საშინელი თვალებით იცოდა შემოხედვა…საზიზღარი ქუჩის ბიჭი.

გულიკო-შეხედე ერთი…ფილარმონიის შუშები ისევ გასაწმენდია…სირცხვილი ამათ, სირცხვილი.

ლალი-შუშები კი არა ხელი მაგრად ჩამჭიდე, ჩემს ბავშვობაშიც ბელინსკზე დიდი ნიაღვარი იცოდა, თუ გადავურჩით ჰო…

გულიკო-მოიწი ახლოს, ძალა აღარ მაქვს თითქოს…

ლალი-რა ხდება ?

გულიკო-რამდენი ხალხია?

ლალი-ანდროპოვის ყურები სადაა ? გააქრეს ? კარგად ჩამეჭიდე, მოედანზე უნდა შევცუროთ, ამ სანახაობას ვერ გამოვტოვებ.

გულიკო-ვაიმეეეე საწყალი…

ლალი-ბატონო ედუარდ ისევ პარადზე გგონიათ თავი ? ხელს რატომ გვიქნევთ.

გულიკო-ძველი დრო გაახსენდა, ნუ დასცინი. ირგვლივ გადაცმულებით იქნება გავსებული მოედანი. ის ხო არ გგონია, ჩაგავლებენ და რა მეშველება მარტოს მე ?

ლალი-საწყალი, თმები ისევ ისეთი თეთრი აქვს რაც ახალგაზრდობაში, არ ბერდება.

(უცბად ქალაქს კიდევ ერთი დიდი დამანგრეველი წყლის ტალღა მოაწყდება და ყველას თავისუფლების მოედანზე, ძველი მერიის შენობასთან მოაქუჩებს. შენობის აივნიდან, ქალაქის მერი, სიტყვით მიმართავს თავშეყრილ საზოგადოებას:

 

1 2 3