ქალაქის მერი-ძვირფასო თბილისელებო…ენა მებმის…ასე ყველა ერთად თავშეყრილი ისტორიაში არც ერთ ჩვენი ქალაქის მერს არ ახსოვს…მოგესალმებით…ცოცხლებო, გარდაცვლილებო, ახალგაზრდებო, მოხუცებო, ზეციური საქართველოს შვილებო, ცხოველებო და ფრინველებო…მოკლედ, დღეს ძაან ბედნიერი ვარ რომ მთელი ერი ერთად ვდგავართ და ვუმკლავდებით გაუგონარ სტიქიას. სიტყვები არ მყოფნის, ბავშვობიდან ვფიქრობდი თუ რას შეეძლო გაეერთიანებინა ბედკრული ქართველი ხალხი. რა შეიძლებოდა ამის მამოძრავებელი ძალა ყოფილიყო და აი დადგა ეს დღეც, როცა ამ ადგილს, როგორც იქნა ეღირსა გავსება ერთსულოვანი ქართველი ხალხით და არა პოლიტიკურად მოტივირებული, ,,გადადექი ! გადადექი !,,-ს ძახილით გამძვინვარებული ხალხის მასით. მე იმედი მაქვს რომ დავძლევთ ამ კოლაფსს და ასე, როგორც ახლა, სამარადჟამოდ ერთად ვიქნებით…ერთად ვიქნებით ჩვენს გადარჩენილ ცხოველებთან ერთად…შეხედეთ მათ როგორ უწყინარად შემოგვცქერიან გმირ, გაერთიანებულ ქართველ ხალხს. (ცხოველებს) დღეიდან მე თქვენი მერიც ვარ, რადგან არნახული დიდსულოვნება გამოიჩინეთ ხალხის მიმართ. ერთი ხორცის მაღაზიაც კი არ გატეხილა…მე გამოვდივარ წინადადებით რომ საერთოდ აღარ იყოს ზოოპარკი, და ყველამ ერთად ვიცხოვროთ ამ ჩვენს ლამაზ, ტოლერანტულ ქალაქში. ქალაქში სადაც ოდითგანვე უხაროდათ ადამიანებს ცხოვრება, სიცოცხლე. დღეს, როცა ჩვენ , ახლა, ამ წუთას მთელი მსოფლიო შემოგვცქერის და აინტერესებთ თუ რას ვიზავთ, მინდა გითხრათ რომ არაფერსაც არ ვიზავთ…დავრჩებით ყველა აქ და სამაგალითო ვიქნებით მსოფლიოსათვის თუ როგორ დგას ქართველი ხალხი ერთად და როგორი კმაყოფილია ერთიანობით…ერთად დგანან მარიხუანას მწეველები და ჩვენი ძველი, სახელოვანი ტანმოვარჯიშეები… ამაღელვებელია,-ვხედავთ ამდენ ათეისტსს და წმინდანს ერთად, რომლებიც ამ ძნელბედობის ჟამს ერთად ლოცულობენ ქვეყნისათვის… აი, ჩვენთან არიან ჩვენი სახელოვანი პოლიტიკური ლიდერები, ძველები თუ ახლები, რომლებსაც ერთად დამდგარს ვერასდროს იხილავდით და დღეს, პირველად ვნახეთ ისინი რომ ერთმანეთს არ მტრობენ და პირიქით, სურსათ-სანოვაგეს უნაწილებენ ჩვენს მოსახლეობას. აი მე ვხედავ, ერთ-ერთმა მათგანმა როგორ მოიხსნა კბილის ოქროს პროტეზი და აჩუქა მოხუც ქალბატონს. აი, რა შეუძლია სტიქიას, ქარ-ბორბალებს თუ მიწისძვრებს. და მათ, (მცირე პაუზა) ვისაც ეგონა და ჯერ კიდევ დღემდე გონია რომ ქართველი ხალხი ვერასდროს გაერთიანდება, მოვიდეს და გადმოგვხედოს საიდანაც უნდა და რითიც უნდა, თუ ვინმეს გეშინიათ გაერთიანებული ქართველი ხალხის, შეგიძლიათ უპილოტო საფრენი აპარატით დაგვაფიქსიროთ…ჩვენ სულ ასე ვიდგებით წვიმაში თუ ქარში, ზამთარში თუ ზაფხულში. ახლა მე მინდა, ვერ დავმალო ჩემი ემოცია და დაგასაჩუქროდ იმით, რითაც ჩვენ ბუნებამ, ღმერთმა, ასე ულევად დაგვასაჩუქრა. მე  თქვენ გასაჩუქრებთ სასმელი წყლით. (პაუზაა.  თანაშემწე ვაჟას, მიკროფონს იქით მეგრული დიალექტით-ვაჟა წყალი მოიტანე ბიჭო) ვაჟა წყარ მომიღი წიე.

(გულიკო, ლალის)

გულიკო-ჩაგეჭიდები, აქედან გავცუროთ.

ლალი-(გულიკოს) კაბა…მომეფარე…

გულიკო-რა მოხდა ?

ლალი-ნიანგი მყავს კაბის ქვეშ.

გულიკო-რაა ?

ლალი-პირზე ხელი ამაფარე, ვათავებ.

გულიკო-ახლავე.

ლალი-(ღრმა ამოსუნთქვით, ნეტარი სახით.) ღმერთო დიდებულო, ეს რა იყო.

გულიკო-(დაბნეულია) მერე, თამაზი ?

ლალი-ყალბი ურთიერთობა  დამთვარდა. გავუშვი.

გულიკო-ახლა ?

ლალი-მომეკიდე, ქვემოთ ვეშვებით,-რიტუალებისკენ.

 

 

ფარდა

 

 

1 2 3