ზეზვას დაკარგვის ამბავი

 

ზეზვა

იულონი

ზეზვა სარკოფაგში წევს, ზემოდან იულონი დაჰყურებს, შუბლიდან ოფლს იწმენდს.

 

ზეზვა-მაინც მიპოვეთ ?

იულონი-თავიდან სხვა მიმართულებით მივდიოდით, ჩემმა ინტუიციამ გაიმარჯვა.

ზეზვა-გილოცავთ. (ირონიით)

იულონი-რატომ იპარებით, რატომ გვაწამებთ.

ზეზვა-ვიღიმი.

იულონი-ეგ როგორ გავიგო?

ზეზვა-ესე იგი პასუხის გაცემა არ მსურს.

იულონი-თქვენი მეუღლე…

ზეზვა-რამდენჯერ უნდა გითხრათ, ნუ მიხსენებთ.

იულონი-ის ? ის რატომ არ გარბის.

ზეზვა-(თავისთვის) პოპულისტი მაიმუნი…ფუი .

იულონი-საუკეთესო პირობებში ხართ, ამ სირისტში გირჩევნიათ.

ზეზვა-გაიგეთ არ ვარ ადამიანი…მაიმუნი ვარ…

იულონი-…და თქვენი მეუღ…

ზეზვა-და არც ის არის ჩემი მეუღლე !…თქვენი ვერსია მოეწონა და სულ ეგაა.

იულონი-როგორ ? მაშ ?

ზეზვა-უბრალოდ მეგობრები ვიყავით, ერთად ვიწექით, გული ერთ დროულად გაგვისკდა დინოზავრი რომ პირველად დავინახეთ.

იულონი-ის რომ ამას არ ყვება ?

ზეზვა-წესიერ ქალს თამაშობს…საყვარლობა უტყდება.

იულონი-სულ სხვა რამეს ამბობს.

ზეზვა-მოთაფლეთ ?

იულონი-არა.

ზეზვა-აბა რას ამბობს? ქრისტემდე ჯვარი დავიწერეთო ? არ მითხრად თორემ ამ სარკოფაგში ამოვტრიალდები.

იულონი-მთელი ცხოვრება პატიოსანი ცოლ-ქმარი ვიყავითო…რატომ უარმყოფსო.

ზეზვა-ჰმ… ლელა, ლელა…

იულონი-ბატონო ?

ზეზვა-ისევ გიჟივით გაიძახის მზია მქვიაო ?

იულონი-როგორ ?…

ზეზვა-ლელა, ლელა ქვია…მთელი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ეკომპლექსება ეგ სახელი, სულ ეგაა. პრეზიდენტიც მოატყუა. პრეზიდენტის მოტყუება დანაშაული არაა ?

იულონი-რას ბოდავთ, რა ლელა, რის ლელა…სახელს რატომ მოგვატყუებდა ?

ზეზვა-ყველაფერს გატყუებთ, სახელი რა გაუხდა ?

იულონი-ერთი სიტყვით, მაგას არ ააქვს მნიშვნელობა. უნდა წაგიყვანოთ, ხვალ მოზამბიკის დელეგაცია ჩამოდის სტუმრად…მუზეომსაც ეწვევიან…არ უნდა შევრცხვეთ…რა ვუთხრად, მზიას ქმარი გაექცა-თქო ? არ გამოვა.

ზეზვა-უთხარით რომ დეპრესია მაქვს და ცალკე ოთახში ვარ დროებით.

იულონი-მასხრად მიგდებთ ?

ზეზვა-აქ მოიყვანეთ.

იულონი-რეებს ბოდავთ.

ზეზვა-უთხარით რომ მამა-პაპისეულ სახლში ისევენებს-თქო.

იულონი-პრეზიდენტი ამას ნამდვილად ვეღარ გადაიტანს. ამას თქვენი ცინიზმიც დავუმატოდ…მოკლედ ჩაიცვით, წამომყევით…(პაუზაა) შევტრიალდები, არ შემოგხედავთ.

ზეზვა-კაცები ვართ ეგ არაა პრობლემა…

იულონი-აბა ?

ზეზვა-დავიღალე…არ შეიძლება რომ ნამდვილი, თანამედროვე მაიმუნი ანახოთ ჩემს მაგივრად ? დავიღალე ამდენი უაზრო სახით , ყალბი ინტერესით დაშტერებული თვალებით და კიდევ მატყუარა თარჯიმნების მოსმენით, რომლებიც ხან რას ატყუებენ ჩვენზე და ხან რას…აღარ შემიძლია…გყავდეთ იქ ის თქვენი ლელა თუ მზია…დიდი ამბავი ბატონო ვინ არ ყოფილა უკაცოდ, მით უმეტეს ვიტრინაში, რა პრობელმაა…დამღალეთ ! მალე ალბათ პრეზიდენტობის კანდიდატად წამომაყენებთ…დავიღალე ! დავიღალე და აღარ მინდა თქვენთან წამოსვლა, არც თქვენთან ყოფნა აღარ მინდა და საერთოდაც დამასვენეთ ჩემს სარკოფაგში, გესმით დამასვენეთ ! (პაუზაა, იდუმალი სიმშვიდე, იულონს შუბლიდან ოფლი ჩამოსდის, ცდილობს ცხვირსახოცით მოიწმინდოს, თან ხელები უკანკალებს უხერხულობისგან.)

იულონი-კარგით, ეს ბოლო იქნება…მაძალებენ…თქვნსკენ ვარ…ოღონდ ახლა , ამ დელეგაციასთან ნუ შეგვარცხვენთ, მდგომარეობიდან გამოგვიყვანეთ…პრეტენზია აქვთ უძველეს ერობაზე…თვალებში შემომხედეთ…(ზეზვა თავს ამოწევს სარკოფაგიდან, ორივეს ცრემლიანი თვალები აქვთ.)

ზეზვა-კარგით, გამოვეწყობი. მხოლოდ თქვენთვის წამოვალ, ბოლოჯერ.

იულონი-შევტრიალდები, უხერხულად ვარ.

 

 

ფარდა

 

 

 

1 2 3