რამდენიც მასზე, “ – ვკითხულობთ ლექსში. მას შემდეგ, რაც ყველას მიერ მოძულებული, ყელში ამოსული სენის ასეთი პოეტური რეპრეზენტაცია შემომხვდება,  და ჩემი ფიქრები, განცდები  თუ ემოციები სულ სხვა მიმართულებით იწყებს  მოძრაობას, შესაბამისად,  ლექსისგანაც სულ სხვა რამეს ველი.  ჩემს თვალწინ ლირიკულ გმირებად პანდემიის განუყოფელი ატრიბუტები ტრანსფორმირდებიან  – სწორედ ისინი, მთელი ეს დრო სხეულებიდან სიკვდილის გადაწმენდას რომ გვპირდებოდნენ, მაგრამ რატომღაც  არაფერი გამოუვიდათ: ოთხმოცდათხუთმეტპროცენტიანი  ეთანოლი და კომენდანტის საათი. . . ლექსის შემდეგი სტრიქონები კი კვლავ  პოეზიით იჟღინთება:

 ლექსი მთვარეზე, რომელიც მოჩანს ღრუბლებიდან,

როგორც ღამის საბრალო გულიფართო ინფარქტით გადახლეჩილი. . . ამ ყველაფერს ისევ „შინ დარჩენა“ – პანდემიური ყოფის კიდევ ერთი მთავარი პოსტულატი   ენაცვლება,  ამჯერად  ის ხდება ლექსის ლირიკული გმირი… აღნიშნული  ტექსტის  კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,  თითქოს ავტორი ჩვენ  გარშემო თუ  ჩვენ შიგნით გაბატონებულ  სიკვდილში პოეზიის ჩაწვეთებას   ცდილობს, უფრო სწორად, პოეზიას გვაპარებს,  რომ  შევძლოთ და როგორღაც გადავრჩეთ. . .

ცხადია, ვერც სპირტი,  თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ვაქცინა და,  მითუმეტეს, კომენდანტის საათი სიკვდილს ვერ გადაწმენდს  ჩვენს სულს და სხეულს, ჩვენს მკვდარ დღეებს   ვერ  გააცოცხლებს, მაგრამ ,   იქნებ, ამის ძალა  პოეზიას შესწევს? . .  ყოველ შემთხვევაში, ამის პოეტს მაინც  უნდა  სჯეროდეს და კარგია, თუკი სჯერა –  გამოდის, ამ ყველაფრის სამყოფი  ძალა და სიყვარული ჯერ კიდევ შერჩა. . . .

მე კი, თურმე 2013 წელს გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ „იაფფასიან დროში მოხვედრილი  პოეტი, იაფფასიანი საგნების ერთმანეთთან დაკავშირებით ნამდვილი პოეზიის შექმნას შეძლებს“… ახლაც მინდა მჯეროდეს, რომ პოეზიას სიკვდილის გადაწმენდა  შეუძლია;

საცოლე მეუბნება: შეეშვი წერას,

შეეშვი ბოლოს და ბოლოს მაგ სისულელეებს–  წერს ნიკა ჯორჯანელი ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებ  ლექსში „მესაფლავე“ და იქვე სატრფოსთან  დიალოგის ფორმით აგრძელებს  საუბარს: ამ ჩემმა ნაწერმა რა დაგიშავამეთქი, მე ხომ სულ შენზე ვწერმეთქი, სულ შენზე. . . – მიედმოედებისიკვდილიო, ესა, ისა – პასუხობს საცოლე. . . იქნებ, პოეზიასთან ასეთი გაუცხოების, მასთან  დისტანცირების მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს  არ უყვართ სიკვდილზე ზედმეტად ფიქრით თავის შეწუხება?  –  გარშემო ხომ ისედაც ამდენი სიკვდილია, რა საჭიროა ამ ყველაფერზე ზედმეტად პედალირება? – ფიქრობენ და აფრთხობთ წინასწარმეტყველური პოეზია, პარალელურად,   მის  სარკეში  ჩახედვაც  აშინებთ, საკუთარ მახინჯ მესთან შეხვედრა არ  უნდათ. . . მაშინ, როცა  რეალურად   პოეზია სიკვდილს კი არ გვახვევს თავს, პირიქით,   სიცოცხლისკენ   ჩვენს   შემოგვაბრუნებას ემსახურება. სწორედ ამის ამოკითხვა შეიძლება ნიკა ჯორჯანელის ამ  სტრიქონებიდანაც:

რა მესაფლავე დადგება ჩემგან, ზღაპარია,

მესაფლავედ რომ დავმდარიყავი,

საფლავების გათხრის მაგივრად გამჭოლ ნაპრალებს გავჭრიდი,

შიგ ჩადებულებს მიწა რომ არ ჩაეფინათ და

ჩაცვენილიყვნენ იქითა მხრიდან ცაში“.

შემთხვევითი არც ისაა, რომ პოეტის ერთგვარ ნატვრას წარმოადგენს: წარეცხილიყოს  ხილულიდან  ყველა ხარვეზი, რომელიც ალღოს უხილავის წვდომას უძნელებს“. . . – იქნებ რთულად, მაგრამ ნელ-ნელა, ერთბაშად თუ ვერა,  თანდათან მაინც გავაცნობიეროთ, რომ  პოეზია კი არ გვკლავს, პირიქით,    გვამთლიანებს და სწორედ ასეთ რთულ დროს, სწორედ სიკვდილით, ომით და ავადმყოფობებით გარემოცულებმა  უნდა ვაიძულოთ  საკუთარი თავი, მისი იმაზე მეტად გვჯეროდეს, ვიდრე ოდესმე   გვჯეროდა. ამ ვითარებაში  მეორე გზაც არსებობს: „პოეტს შეუძლია საკუთარი ძალის სულაც არ სჯეროდეს და იცხოვროს  მხოლოდ ცხოვრებისთვის – ისეთისთვის, როგორიც არის,   მაგრამ ეს ხომ იგივეა, ვინმეს იმიტომ ეხვეოდე, რომ ხელები გაქვს, ან შემოდგომა გაწუხებდეს წვიმების გამო“. . .

მკითხველს რა მოეთხოვება? ალბათ, ის, რომ  ცოტათი მაინც სჯეროდეს პოეტის განსაკუთრებულობის და იმის, რომ პოეზია სიკვდილს  კი არა, სიცოცხლესა და გადარჩენის ძალას გვჩუქნის.

თქვენ გადარჩებით!

ყველაფერი ხდება იმისთვის,

რომ თქვენ გადარჩეთ,

რომ ყველანი ბოლოს გადარჩეთ.

მუნჯიც და ყბედიც,

მისტიკოსიც და ემპირისტიც

თქვენ გადარჩებით! –

იუწყება ტექსტი გადაჭრით.

 

 

 

 

 

 

1 2