***

ბაბუაჩემი მეზღვაური იყო,
გემი „გარაჟში“ ეყენა.
– „გარაჟი“ არ გვქონდა,
მაგრამ ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი,
რომ ბაბუას გემი არ ყავდა.

ბაბუა, ცხრამეტიან „კლუჩს“
მეზობელს ართმევდა იალქნის შესაკეთებლად,
ყველას უყვებოდა გემს რომ აკეთებდა.

შემდეგ ბაბუა მოკვდა, სიცილით დაკრძალეს,
უფრო სწორად დაცინვით.

ხალხმა ბაბუას  ის კი ვერ აპატია,
რომ გარაჟში, რომელიც არ ქონდა
გემს აშენებდა,
არამედ ის, რომ
გემის შექმნამდე არ დაფიქრებულა,
არ დაფიქრებულა,
რომ უზღვაო ქალაქში ცხოვრობდა.

 

ვიწამე

მას შემდეგ რაც ჩემს ფანჯრის წინ
ვნახე წმინდა სერობა,
ბეღურათა შორის,  მარცვლის კენკვის დროს.

მას შემდეგ რაც, ტრანსფორმატორთან
გასხივოსნდა მლოცველი ყვავი.

მას შემდეგ, რაც სოფლის ხეებმა ფერი იცვალეს
და აღდგა მკვდრეთით,
იანვარში გარდაცვლილი  ბაბოს კაკლის ხე,
მე წამოვედი!
და წავიღე მხოლოდ აქედან წასასვლელი მგზავრობის ფული.

დაბრუნება, ხომ მხოლოდ მუდმივი წინ სვლით მიიღწევა.
ცხოვრების მრგვალ გზაზე,
ცხოვრების მრგვალ გზაზე.

1 2 3 4