***
ღამღამობით სასეირნოდ გავდივარ,
დავუყვები გარეუბნის სიჩუმეს.
ვსეირნობ კორპუსებს შორის, ეზოებში,
და ვერ ვიცხოვრებ ვერცერთ რომში,
სადაც უბნების ნაცვლად ქუჩებია.

ყოველ გამოსვლაზე თითო ძაღლი გამომყვება ხოლმე,
ის ჩემთან ერთდ დადის და ვუსტვენ როცა ჩამომრჩება.
მე მიყვარს ის,
თავზე ხელს ვუსვამ,
და ვიცავ მას სხვა ძაღლებისგან.

ასე, მოვივლი უბნებს და სახლში ვბრუნდები.

მეორე ღამეს ისევ გავდივარ,
ოღონდ უკვე სხვა ძაღლი ამეკიდება,
მე მიყვარს ის,
თავზე ხელს ვუსვამ მასაც
და ვიცავ სხვა ძაღლებისგან.

და მე გეტყვით, რომ ერთის არქონა
ნიშნავს ყველას ქონას:
მე რომ ბაზარში მეყიდა ძაღლი 3 ვერცხლად
მე შევქმნიდი მასზე ჩემს ემოციებს
და მეყვარებოდა სწორედ ეს გრძნობები მასზე.
მე კი უბრალოდ ძაღლი მინდოდა მყოლოდა.

რაღაცის ქონა ეს მხოლოდ ყველას ქონაა,
რაღაცის ქონა, ეს მხოლოდ ყველას ქონაა,

ასე დადიოდა ერთი ბიჭი 21 საუკუნის წინ
ღმერთო! როგორ უყვარდა მას ძაღლები.
ღმერთო! როგორ უყვარდა მას ძაღლები.

1 2 3 4