მიწა

ჩვენ ვცხოვრობთ, და ვიხდით გირას
სახლებში, რომელიც ჩვენი არ არის.

ჩვენ ვმუშაობთ ოფისებში,
და ვყიდით იმას, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია.

ჩვენ გვაქვს ფული საკრედიტო ბარათებზე
და გაგვაჩნია არაფერი.

აი რომ მქონოდა მიწა,
თუნდაც ბებიაჩემის საფლავისხელა,
დავრგავდი კომბოსტოს და
მეცოდინებოდა ლოდინი,
მეცოდინებოდა გაფრთხილება,
ბრძოლა მისთვის.

მე არ მყოლია ქალი, არც არავის კაცი ვყოფილვარ,
არ ვიცოდი ლოდინი,
არ ვიცოდი გაფრთხილება, ბრძოლა მისთვის
მე არ მქონია მიწა.

შემდეგი ომი იქნება შემზარავი:
სადგური  ცარიელი,
ქალები სამსახურში
თეთრი ხელსახოცები – დაუთოვებული, უჯრაში.

სადგურები იქნება ცარიელი,
რადგან ჩვენ არ ვიცოდით როგორ გყვარებოდა,
ჩვენ არ გვქონია მიწა.

1 2 3 4