,, ო, დიდო დედავ…

მაგ შენს საშოში

ვარსკვლავებივით ურიცხვი თესლი

რომ იშმუშნება დასაბადებლად…

დაქსელილი გაქვს დიადი მკერდი

შენი შვილების ხარბი ფესვებით,

მარადიული გიჟრიალებს ტანს ნეტარება…’’

 

ან ,,დრო, პური და ღვინო’’ ( ტრაგიკულად დაღუპულ მამას რომ ეძღვნება)

,,მაგრამ არიან

გახსენების მჭრელი დანები:

,,გამახსენდები, გამეხსნება ნაიარები’’,

რადგანაც შენი უმოწყალო სიკვდილი ყველა,

ყველა წერტილში, როგორც სარკე, ისე ჩაიმსხვრა,

დაბადა კითხვა – შუბი ცაში –

მთავარი იჭვი,

ჩარჩა უჯრედებს,

ვით სარკის ხიჭვი,

რათა სეროს და სისხლიანი შიგ ჩაახედოს,

რათა ცრემლებმა თავიანთი საქმე აკეთონ…’’

,,დედაშვილობა’’ , (რომელიც შეკუმშული რომანია) ,,მე ღუმელი, ცეცხლი და რცხილა’’ და ა.შ.

ესმა ნოზაძის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ პოემაში ,,თაობა ანუ თავისუფლების რიტმები’’ კი ვკითხულობთ:

,,ჩემს სამშობლოში

სიკვდილი თოვს და სიკვდილი ხდება,

(…)

მაგრამ, მე მგონი,

თვით სიკვდილიც

მოწყენით კვდება

და გულს აზიდებს,

რადგან ო,

ღმერთო,

დიდი ქართული ზედაპირის

ეს სიმსუბუქე

რა შემზარავად მოსაწყენი და

რა მოსაწყენად შემზარვია…’’

 

***

ნაირა გელაშვილის პოეზიის შინაგანმა ატმოსფერომ რაინერ მარია რილკეს ერთი უსათაურო ლექსიც გამახსენა. უფრო ზუსტად, აი ეს მომენტი: ,,ახლა გარშემო ფოთოლცვენის სევდა გამეფდა’’. პოეტის ამ ლექსში (რომელიც 1903 წელსაა დაწერილი) კვდომის, ლპობის პროცესზეა საუბარი და ამ ყოველივეს ნაღველისა და მოწყენილობის სურნელი ,,ასდის’’. ანალოგიური განწყობები/შეგრძნებები ნაირა გელაშვილთანაც შეინიშნება. მისი პოეზია მეტაფიზიკური სევდის უკიდეგანო სამყაროა.

 

 

 

 

 

1 2 3