არცერთი მატყუარა არ მიხსენებია

ტყუილი
რას მინდა რომ ის ნიშნავდეს
რატომ ვიმჩნევ
ან რატომ ვაცოცხლებ

ტყუილი
ის არ არის სიმართლის ანტონიმი
ის უფრო სიკეთეს გავს
რადგან ორივე მათგანს აქვს ზომა და წონა
ვთქვათ კეთილი
უფრო კეთილი
კეთილზე კეთილი
უკეთილესი
უკეთილესზე უკეთესი
ან
ჩემსავით მატყუარა
მეგობარივით მატყუარა
ან პოეტივით მატყუარა
ან იძულებით მატყუარა
ან მატყუარა
უკიდურესი სიკეთე ღმერთია
უკიდურესი ტყუილიც ღმერთია
ასე გვანან ერთმანეთს ტყუილი და სიკითე
სიმართლე და ბოროტებაც გვანან მგონი ერთმანეთს
მაგრამ
მათზე ფიქრიც არ მინდა

ყოველთვის დადგება შენი მთავარი ტყუილის დრო
შენი სიკეთის დროც დადგება
ორივე აუცილებლად ერთად დადგება
არც ამაზე მეტი ღმერთი იქნება
არც ამაზე ნაკლები ტყუილი
მაგრამ სიკეთე აუცილებლად უნდა დარჩეს
იმის ნიშნად რომ ტყუილი
ღმერთი
და სიკეთე
ერთად მსჯელობენ იმის შესახებ
რას უნდა ნიშნავდეს ჩემთვის ტყუილი

მე და ყველა
ტრუსიკჩახდილს
ფეხშიშველა მოტანტალეს
სულდასაწყისისდან გიცნობთ ტყუილო
ღმერთი კი ხარ
მაგრამ ღმერთისოდენი მხოლოდ იგულისხმები
იმიტომ რომ სინამდვილეში
ჩვენნაირი ურწმუნო ხარ
საკუთარი თავის არ გწამს
მარადიულ საკუთარ თავზე რომ
ზუსტადაც
მარადიულ საკუთარ თავზე რომ
არაფერი მოვიტყუოთ
ღმერთმა რომ არ მოგვატყუოს
მარადიულ საკუტარ თავზე

ღმერთსაც ეგ აწუხებს
საკუტარი თავის რწმენა
რომ ის მარადიულად არსებობს

„ესეც შენი ჭჶშმარიტი რელიგიის ქვაკუთხედია
მის გერეშე ჩრდილოატლანტიკური ცნობიერება ვერ იარსებებდა
რომლის ნაწილიც არის რუსეთი
ჩუკოტკის ზღვიდან საბოლოოო ევროპამდე“
მიხეილ გორბაჩოვი

მე საერთოდ არ ვიცი რა გაწუხებს ღმერთო ჩემო
მთელი სამყაროს ცოდვა რომ ვიტვირთო
ჯვარზეკიარა
ცეცხლზე და დავიწყებზე რომ გავეკრა
ხომ მაინც ვერ მივხდები რა გაწუხებს ღმერთო ჩემო
იმიტომ რომ ღმერთი არ ვარ
ჰოდა ეგეც ყოველთვის გაითვალისწინე
რომ არც შენ ხარ ადამიანი და
ღმერთი ხარ და
მრავალ ენაზე საუბრობ და
შენ მაინც უნდა იცოდე ქრთული
ჰოდა პოეტი რომელიც არ წერს
რომელიც არ წერს
და გამუდმებით პოეზიას საუბრობს
კეთილი მატყუარაა
და მასთან არს დავიწყება
გამუდმებით ვატყუებ ცოლს
შვილებს
დედ-მამას
მეგობრებს
ნათესავებს
ტყუილი კი სიკეთეს გავს
ღმერთზე მეტს ვერ დათესავ
ვერც მოიმკი

ეს კი შეიძლება ვიცოდე:
„რა ვიცი სიკეთეზე?
მხოლოდ ის რომ
ტყუილი მუდამ მას იმოწმებს“

 

 

 

1 2 3 4