###

ქართველიშვილო
რომელი მუხიანის ორღობეებში დახეტიალობ
ჩემო ყველაზე მონატრებულო
რომელ ჰაერში განისვენებს ენა შენი
სასწაულქმედითი 🙂 ))))
რომ დამენახე
არაფერს გეტყოდი
მოვისმენდი შენი ქართულის კალიფორნიულ აქცენტს
და რომ საბჭოთაკავშირი იყო ერთადერთი სიმშვიდე და სამოთხე
მაგასაც დავიჯერებდი

დღეს ის დღეა
კიდევ ერთხელ რომ გაგიხსენო

მამაშენის თეთრი კოსტუმი გეცვა
თეთრი პიჯაკი
თეთრი შარვალი
შავი ინსპექტორები 😉
თეთრი წერტილივით დაგსვეს ნაირას სავარძელში
და მრავალმნიშვნელოვნად ამთქნარებდი
გვერდითი სკამიდან ტურაშვილი სამშობლოსა და ლიტერატურის სინდისს იცავდა
ახლმამახლო სხვებიც ვიყავით
აი ისინი
შემდეგ ლუდის დასალევად თეთრები რომ შევაგროვეთ
და ველიამინოვში ჩავედით
შენ როგორ მოხვდი მანდ ქართველიშვილო???
🙂 )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

ეკლესიას ისე არ ჩაუვლიდი
არ დაგეჩოქა და
ბოლოს ზაზა ბურჭულაძეც დააჩოქე ქაშუეთთან
შენ ახსენი ტაბუ ხვედელიძის მარხვებს
და შენ შეგიყვარდა ყველა ქალი რომელიც დაინახე
და რომელიც ვერ დაინახე
დამიჯერე
ისინი უკეთესები გამოდგნენ
ხომ გახსოვს ნესტანი ჩემო ტარიელ
ჩვენი ნესტანი 😉

გახსოვს
ზაზა თვარაძემ რომ გნახა პირველად და რთქვა
ესე არს ძე ჩემი მხოლოდშობილი რომელიც შევიყვარე მე და
მერე ანდრო ბუაჩიძემაც გაიმეორა
და მეც სულ მწამდა და მწამდა
და შოთასაც და კოკასაც და სხვებსაც

მამარდაშვილებთან პლანი რომ მოწიე
ისიც ხომ გახსოვს?
ნაფაზი რომ არავის დაუტოვე და
მთელი სალტოლვილეთი დაგცინოდა
და ბოლოს მამაჩემის ფანჯრიდან გადაყუდებულმა რომ მითხარი
ღმერთის სახელია რწყევაო
აი ეგ მახსოვს ძალიან
ეეეე ქართველიშვილო
მომენატრე

ფიცი დავდეთ
რომ ოდესმე დავწერდით ქართულს
რომელზეც იოანე ზოსიმე წერდა
და ზოსიმეზეც გაგვაჩნდა ორიოდე კრიშნაიდული სამხილი 🙂

შენც იყავი იქ
რობაქიძის ძმებმა თავზე რომ დაგვახურეს ქორწილი
და ჯორჯანელს ყბაში მოადეს
და მომავალ წელს მეც რომ გამინგრიეს ცხვირპირი
და მაშინ შენ მგონი სტამბოლში იყავი უკვე
და ჩვენ დაგარქვით
სტამბულის დამბული 🙂

იცოდე
შენ რომ გოგო მოგწონდა
ტელეიმედში მუშაობს
არ დაბერებულა
და წარმოდგენა არ აქვს
ოდესმე თუ გიყვარდა

შაითანბაზროვი გერქვა შენ
ოდითგან

 

1 2 3 4